06 დეკემბერი 2024,   15:11
ვრცლად
9 აპრილის ქუჩაზე სპეცრაზმი წყლის ჭავლის იყენებს

9 აპრილის ქუჩაზე მობილიზებული სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი მესამედ გამოიყენა. საპოლიციო ძალები ცდილობენ ამ მონაკვეთზე საპროტესტო აქცია დაშალონ და აქციის მონაწილეები ქუჩიდან ამ ფორმით გაიყვანონ. წყლის ჭავლის გამოყენებამდე ადგილზე ადგილი ჰქონდა საპოლიციო ძალებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებას.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველების მისამართით სხვადასხვა ნივთი ისროლეს. აქციის მონაწილეები პიროტექნიკასაც იყენებენ. აქციის დაშლამდე გაისმა მოწოდება წესრიგის დაცვისკენ, შემდეგ კი გამაფრთხილებელი სიგნალი, რითაც მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდებდნენ.

 

ავტორი: სანდრო კაჭახიძე

 

დღის ამბები