09 დეკემბერი 2024,   10:31
ვრცლად
"შეშფოთებულები ვართ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებული რეპრესიების შესახებ ცნობებით" - საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო

ჩვენ შეშფოთებულები ვართ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებული რეპრესიების შესახებ ცნობებით, - ამის შესახებ განცხადებას საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ჩვენი მოწოდება მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების პატივისცემაა. ფუნდამენტური თავისუფლებები, პოლიტიკური პლურალიზმი და სამოქალაქო საზოგადოება დაცული უნდა იყოს", - ნათქვამია განცხადებაში.

საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საფრანგეთი, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ქართველ ხალხთან მჭიდრო კავშირსა და მათი ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას გააგრძელებს.

დღის ამბები