06 დეკემბერი 2024,   14:37
ვრცლად
უგანდაში, მეწყრის შედეგად, სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

უგანდაში, მეწყრის შედეგად, სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

ძლიერი წვიმებით გამოწვეულმა მეწყერმა, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, რამდენიმე სოფელში, ათობით საცხოვრებელი სახლი ტალახის დიდი ფენით დაფარა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შიშობენ, რომ დაღუპულების რაოდენობა გაიზრდება, რადგან ათობით ადამიანი მიწის ქვეშ არის მოყოლილი. მათივე ინფორმაციით, რეგიონში ყველა საავტომობილო გზა და ხიდი დანგრეულია.

სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

დღის ამბები