06 დეკემბერი 2024,   15:07
ვრცლად
"ადამიანების ასეთი ფორმით მოპყრობას გამართლება არ აქვს... კანონი უნდა დაიცვან, პირველ რიგში, სამართალდამცველებმა" - ლევან იოსელიანი

აქციაზე დაკავებულები, იზოლატორში, სახალხო დამცველმა მოინახულა. ლევან იოსელიანის განცხადებით, დაკავებულთა უმეტესობა ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს, რომელსაც გამართლება არ აქვს.

ომბუდსმენი სამართალდამცველებს მოუწოდებს, იმოქმედონ მათი უფლებამოსილების შესაბამისად და არ გასცდნენ ჩარჩოებს.

"მოვინახულე ყველა დაკავებული, ვინც აქ დამხვდა, მათ შორის, ადამიანები, რომლებიც ელოდებიან შესახლებას. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ 13-ზე მეტი ადამიანია, ამ წუთში, სამ იზოლატორში იმყოფება.

ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ ადამიანების უმრავლესობა, ორის გარდა, ყველა უთითებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. ადამიანების ასეთი ფორმით მოპყრობას გამართლება არ აქვს. პოლიციას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, როდესაც ადამიანებს აკავებენ, არ გადაამეტონ თავიანთ უფლებამოსილებას, იმის მიუხედავად თუ რა გააკეთა მოქალაქემ. ამისთვის არსებობს კანონი, კანონი უნდა დაიცვან, პირველ რიგში, სამართალდამცველებმა", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დღის ამბები