06 დეკემბერი 2024,   14:30
ვრცლად
"შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება" - ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და საპროტესტო აქციებს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ეხმაურებიან

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და საპროტესტო აქციებს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან.

"მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი" - ამის შესახებ ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია წერს.

"მტკივნეული და ემოციურია იმ ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე როგორც არასდროს!" - წერს კვარაცხელია.

საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება გიორგი მამარდაშვილიც. "სირცხვილია", - წერს საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარე ინსტაგრამზე.

"შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება" - ასე ეხმაურება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ბუდუ ზივზივაძე.

სოციალურ ქსელში სტატუსს წერენ გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქვილითაია და ანზორ მექვაბიშვილიც.

დღის ამბები