06 დეკემბერი 2024,   15:29
ვრცლად
"პოლიციის ქმედებები თბილისში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაზე კიდევ ერთ სადამსჯელო თავდასხმად იქცა" - დენის კრივოშეევი

"პოლიციის ქმედებები თბილისში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაზე კიდევ ერთ სადამსჯელო თავდასხმად იქცა", - ამბობს უფლებადამცველი ორგანიზაცია "Amnesty International"- ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევი.

"საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ კიდევ ერთი სადამსჯელო ოპერაცია წამოიწყო. წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის, წიწაკის სპრეის გამოყენება და დემონსტრანტების სახეებისკენ ახლო დისტანციიდან რეზინის ტყვიების დამიზნება, ისევე, როგორც მათი დევნა და მშვიდობიანი დემონსტრანტებისა განუწყვეტელი ცემა, აჩვენებს მთავრობის განზრახვას, რომ შეავიწროოს საწინააღმდეგო აზრი პოლიციის მიერ ძალის უკანონო გამოყენებით. ეს ასევე წარმოაჩენს მათი მხრიდან გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების სრულ უგულებელყოფას", - ამბობს კრივოშეევი და დასძენს, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობა და დაკავებულებთან მსგავსი მოპყრობა უნდა შეწყდეს.

დღის ამბები