06 დეკემბერი 2024,   15:53
ვრცლად
"აუცილებელია, ამერიკამ ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას სანქციები დაუწესოს" - ამერიკელი კონგრესმენი ჯო ვილსონი

ამერიკელი კონგრესმენი ჯო ვილსონი აცხადებს, რომ აუცილებელია, ამერიკამ ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას სანქციები დაუწესოს.

"აუცილებლად უნდა დავუწესოთ სანქციები რუსეთის არალეგიტიმურ მარიონეტებს, რომლებიც ქართველ ხალხს თავს ესხმიან და მათ სუვერენიტეტს ართმევენ. მათ შორის - ბიძინა ივანიშვილსა და მის ამფსონებს", - წერს ვილსონი პლატფორმა X-ზე.

ჯო ვილსონი არის რესპუბლიკელი კონგრესმენი, კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და ინიცირებული "მეგობარი აქტის" ერთ-ერთი ავტორი.

დღის ამბები