06 დეკემბერი 2024,   14:56
ვრცლად
ხმაური პირველ არხთან - საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ აქციის მონაწილეებს შესთავაზა, რომ მათ პირდაპირი ეთერი 20:00 საათზე დაეთმობათ

საზოგადოებრივ მაუწყებელთან, სადაც ამ წუთას აქციის მონაწილეები და ოპოზიციური პარტიების რამდენიმე წარმომადგენელია შეკრებილი, ვითარება დაძაბულია. იყო სიტყვიერი დაპირისპირება.

დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა მათთვის პირდაპირი ეთერის დათმობაა. ამის შემდგომ, აქციის მონაწილეებთან გამოჩნდა ია ფარულავა, რომელიც ტელევიზიაში შევიდა და მას აქციის მონაწილეებიც გაჰყვნენ.

არხის ხელმძღვანელობამ, გარკვეული დაპირისპირებისა და მოლაპარაკების შემდეგ, აქციის მონაწილეებს შესთავაზა, რომ მათ დაეთმობათ პირდაპირი ეთერი დღესვე,  20:00 საათზე, მანამდე კი პირდაპირი ეთერის მოსამზადებლად არხის ხელმძღვანელობას გარკვეული ტექნიკური მომზადებისთვის სჭირდება დრო.

არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა, აქციის მონაწილეებს შესთავაზა, დათქმულ დრომდე თავად აქციის მონაწილეები შეთანხმდნენ, ვინ და რა რიგითობით მიიღებს მონაწილეობას პირდაპირ ეთერში.

აქციის მონაწილეებთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან ოპოზიციური პარტიების რამდენიმე წარმომადგენელიც იმყოფება.

დღის ამბები