04 დეკემბერი 2024,   23:44
ვრცლად
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის განცხადება, რომელიც არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში განხილვის საგანია - როგორია უმრავლესობის პასუხი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე საუბრობს. რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო ვილსონი, საპარლამენტო არჩევნებისა ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს და კონკრეტული პირების სანქცირებას ითხოვს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ჰელსინკის კომისიამ საქართველოში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციის აღიარებისთვის ბაიდენის ადმინისტრაციაც კი გააკრიტიკა და ამიტომ, მათ შეფასებას საქართველოს ხელისუფლებისთვის ფასი არ აქვს.

ხელისუფლებისგან განსხვავებით, კომისიის პოზიციას ფასი აქვს ოპოზიციისთვის. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ კრიზისზე პასუხი კონკრეტულმა პირებმა უნდა აგონ.

მმართველ გუნდისთვის ჰელსინკის კომისიის განცხადება მიუღებელია. "ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ კონგრესმენი ჯო ვილსონი გადაუმოწმებელ ინფორმაციას არგუმენტების გარეშე ავრცელებს.

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, საქართველოში არჩევნების ლეგიტიმურობასა და კონკრეტული პირების სანქცირებასთან დაკავშირებით, განცხადება რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა.

დღის ამბები