04 დეკემბერი 2024,   22:35
ვრცლად
საქართველოს პრემიერი ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას 4 ოპოზიციურ პარტიას და მათ მხარდამჭერ გარე ძალებს აკისრებს

საქართველოს პრემიერი ბოლო 2 დღეში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას 4 ოპოზიციურ პარტიას და ევროპელ პოლიტიკოსებს აკისრებს. ირაკლი კობახიძე ძალოვან უწყებებს მადლობას უხდის, თუმცა სამართალდამცველებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს და მიმართავს, არ გამოიყენონ გადაჭარბებული ძალა.

ქვეყნის პრემიერის თქმით, საქართველოს არ შეუჩერებია ევროინტერგრაციის პროცესი და ქვეყანა ვალდებულებების შესრულებას განაგრძობს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ორგანიზებულ ძალადობაზე ოპოზიციასთან ერთად პასუხისმგებლობა იმ გარე ძალებს ეკისრებათ, რომლებიც მისივე თქმით, რამდენიმე წელია ქვეყანაში არეულობის მოწყობას ცდილობენ.

რატომ არ ჰქონდა ოპოზიციას ტრიბუნა? - ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ აქცია მათი ორგანიზებული არ არის. აცხადებენ, რომ პროტესტი გულწრფელია და გამოხატვის ფორმები სამართალდამცველების ქმედებების პროპორციული.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ პროტესტი ძალადობრივია და მას საფუძველი არ აქვს.

"ქართულ ოცნების" ლიდერების თქმით, დემონსტრაციებში ძალადობრივი ჯგუფები მონაწილეობენ და ეს კონკრეტული ფაქტებით დასტურდება.

ირაკლი კობახიძემ სამართალდამცველების მხრიდან თმენის ვალდებულების აუცილებლობასა და გამოძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამავე ბრიფინგზე პრემიერ- მინისტრმა დღეს ევროპელ პოლიტიკოსებს და უცხოურ ორგანიზაციებს მოუწოდა, შეწყვიტონ ძალადობრივი პროტესტის წახალისება.

დღის ამბები