04 დეკემბერი 2024,   23:08
ვრცლად
"შექმნილი ვითარება იწვევს დაპირისპირებას და საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა მშვიდობიან თანაცხოვრებას - საპატრიარქო

"დიდად ვწუხვართ, რომ მიუხედავად ეკლესიის მოწოდებისა, რუსთაველის გამზირზე დემონსტრაცია 30 ნოემბერსაც სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა", - -ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მასმედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს ქმედებები, რომელიც გაცდა კანონიერებისა და ზნეობის ფარგლებს.

"შექმნილი ვითარება იწვევს დაპირისპირებას და საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა მშვიდობიან თანაცხოვრებას. ჩვენთვის ძვირფასია ორივე მხარეს მდგომნი და ვლოცულობთ მათთვის; ვლოცულობთ დაშავებულთა მალე გამოჯანმრთელებისთვის. ამასთან, კიდევ ერთხელ ვთხოვთ ახალგაზდებს, საერთოდ დემონსტრანტებს, გამოიჩინონ კეთილგონიერება და დაიცვან პროტესტის გამოხატვის საზღვრები; ასევე ვთხოვთ სამართალდამცავებს, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და არ გასცდნენ კანონიერი მოქმედების ფარგლებს; აუცილებელია, სახელმწიფომ მოახდინოს საზოგადოების სწრაფი ინფორმირებულობა დარღვევებისა და გამოძიების შესახებ.

რაოდენ დიდი ფასეულობისთვისაც არ უნდა ვიღვწოდეთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი არის ღვთის ხატი და მსგავსი და ყველაზე დიდი ღირსების მატარებელი ქმნილება ამ სამყაროში.

შევთხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, დაიცვას თავისი წილხვედრი საქართველო მშვიდობით", - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები