რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე 2 საათია მიმდინარეობს. ქვეყნის მთავარი გამზირი ისევ გადაკეტილია.
მესამე დღეა, რაც აქციის მონაწილეები ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლითაც საქართველო მომავალი 4 წლის განმავლობაში უარს ამბობს თავად დააყენოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნის მოთხოვნა.
პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველზე შეკრება საღამოს 7 საათიდან დაიწყეს. ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.