მინდა მივმართო ვისაც მართლა უყვარს საქართველო და გული შესტკივა. პოლიტიკოსებს გააჩნიათ გარკვეული ჩარჩოები, საზღვრები, გინდა წითელი ხაზი დავარქვათ. ვერ ამბობენ ბოლომდე სათქმელს, აქედან გამომდინარე, რუსეთიდან დაწყებული დასავლეთით დამთავრებული, ლიბერალურ ფაშიზმს არ მოსწონს და არ უნდათ საქართველოს ხელისუფლებაში იყვნენ, ჩვენს მიერ, ქართველი და არაქართველი ხალხის, საქართველოს უმრავლესობის მიერ არჩეული მთავრობა, - განაცხადა სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს მტრები შინ და გარეთ, ყველაფერს გააკეთებენ არსებული, დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დასამხობად და საკუთარი მარიონეტების ქვეყნის სამართავად დასასმელად, ეს პროცესები კი 20 იანვრამდე გაგრძელდება. ამასთან, მოლაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველო გაიმარჯვებს და ყველა ერთად დაიცავს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეულ მთავრობას.
"მინდა მივმართო ვისაც მართლა უყვარს საქართველო და გული შესტკივა. პოლიტიკოსებს გააჩნიათ გარკვეული ჩარჩოები, საზღვრები, გინდა წითელი ხაზი დავარქვათ. ვერ ამბობენ ბოლომდე სათქმელს, აქედან გამომდინარე, რუსეთიდან დაწყებული დასავლეთით დამთავრებული, ლიბერალურ ფაშიზმს არ მოსწონს და არ უნდათ საქართველოს ხელისუფლებაში იყვნენ, ჩვენს მიერ, ქართველი და არაქართველი ხალხის, საქართველოს უმრავლესობის მიერ არჩეული მთავრობა. მთავრობამ რომელმაც დაგვიბრუნა ღირსება, რომელმაც დაგვანახა და დაანახა მსოფლიოს რომ, არ ვართ ბანანის რესპუბლიკა, ეკონომიკის წინ სვლა, მოსახლეობამ იგრძნო თავი მსოფლიო მოქალაქედ და არა მეორე და მესამე ქვეყნის, ჩამორჩენილი სახელ. მოქალაქე.არ უნდათ საქართველო იყოს მათ დონეზე და მათი თანასწორი. დღევანდელი მთავრობა კვერს არავის უკმევს და სხვის დაკრულზე არ ცეკვავს ოღონდ ხელისუფლებაში დარჩნენ. დააკვირდით კარგად, რამხელა სარისკო ნაბიჯებს დგამენ ქვეყნის საკეთილდღეოდ. სარისკოში ვგულისხმობ უშუალოდ პირადულს და პოლიტიკურ კარიერას, არაფრად აგდებენ საქართველოს მომავლისთვის. გაიხსენეთ სად ვიყავით და სად ვართ. ჩვენ იმ დიდი ოჯახის კარები გავაღეთ და შევედით, რასაც ჰქვია წამყვანი ქვეყნები და ამ ოჯახში ჩვენი ნიშა უნდა დავიკავოთ. რაც ნამდვილად არაა ადვილი საქმე. თუნდაც დღეს რაც ხდება ესეც ერთ-ერთი ნიშის დაკავების ატრიბუტია. არაა უბრალოდ ხმამაღალი სიტყვები. ვინც ვერ ან არ უნდა რომ დაინახოს ღმერთმა თავის გზაზე გაუმარჯოს ოღონდ არა ისე ეს საქართველოს მტრები რასაც აკეთებენ. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა! მოგმართავთ ყველა იმ საქართველოს მტერს შინ თუ საზღვრებს გარეთ: ვინც დღევანდელ ლეგიტიმურ და უმრავლესობის მიერ არჩეულ მთავრობას ვუჭერთ მხარს, ჩვენი მოთმინების ფიალაც ივსება, არ დავუშვებთ ჩვენს მიერ კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას. ყველანაირად ვცდილობთ არ შევიდეთ დაპირისპირებაში, რასაც თქვენ ნატრულობთ. სახელებით და გვარებით ვინც ქვეყანას 20 ლარად ყიდის ხალხმა უნდა ვიცოდეთ. ვინაა ის ხალხი რასაც დღეს ჩადიან და რის საფასურად. რას იღებენ ან რას ჰპირდებიან საკუთარი ქვეყნის ღალატის ფასად. ისევ თქვენ მოგმართავთ, ნამდვილი, მართალი, ცრემლიანი, სისხლიანი და სულის კივილამდე საქართველოზე შეყვარებულ მოსახლეობას ვინც მხარი ქართულ ოცნებას დაუჭირა. ეს არის ომი. საქართველო ან გადარჩება ან საერთოდ რუკაზეც აღარ იარსებებს.რაც ხდება დღეს, თითოეულ ჩვენგანს შეეხება პირადად და ძალიან ცუდად. ეჭვი არ მეპარება ჩვენ დავიცავთ ჩვენ ქვეყანას,ჩვენ არჩევანს, ჩვენ სარწმუნოებას,ჩვენ მთავრობას, ჩვენ მოქალაქეებს,ჩვენ ოჯახებს, ჩვენ შვილებს და ჩვენ მომავალს! ძლიერი, წელში გამართული, დამოუკიდებელი, ეკონომიურად ძლიერი, სამართლიანი, დიდი ისტორიის მქონე და მოსიყვარულე საქართველო არავის უნდა! ჩვენ გვინდა! ვინც მხარი დაუჭირა დღევანდელ მთავრობას და ამას მივაღწევთ. მომავალში უფრო დაგვიპირისპირდებიან, ყველაფერს გააკეთებენ არსებული, დემოკრატიულად არჩეული მთავრობა დაამხონ და თავიანთი სულით მახინჯი თოჯინები დასვან ქვეყნის სამართავად. ეს გაგრძელდება 20 იანვრამდე! 20 იანვრიდან ბევრი რამ შეიცვლება, არც მერე იქნება ადვილი ომები. გაცილებით ამოვისუნთქებთ. ყველაფერზე წავლენ ოღონდ 20 იანვრამდე მოასწრო თავიანთი ამაზრზენი საქმე. მერე ვეღარც კი გაბედავენ. საქართველო გაიმარჯვებს! ჩვენ ყველა ერთად დავიცავთ საქართველოს და მთავრობას და ბოლოს მშობლების გასაგონად! გთხოვთ გააკონტროლეთ საკუთარი შვილები თუ სად და რატომ ან რის საფასურად არიან სადაც არიან!" - განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.