"კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ქართველები კამათობენ სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, თუმც ისინი არ კამათობენ მთავარ საკითხზე - რუსეთი სურთ თუ ევროპა.
"შეიძლება პოლიტიკურ პარტიებზე იკამათო, რომელი გინდა და რომელი არა, შეიძლება იკამათო რომელი პარლამენტი მოგწონს, რომელი არა, მაგრამ იკამათო იმაზე, რუსეთი თუ ევროპა - არ კამათობენ ამაზე ქართველები და ამას აჩვენებენ, მათ შორის, საჯარო მოხელეები", - განაცხადა ელენე ხოშტარია "TV პირველთან".