01 დეკემბერი 2024,   01:28
ვრცლად
ნიდერლანდის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა და იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვეს

ნიდერლანდის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით სოლომონიამ და იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი ვეკუამ თანამდებობა დატოვეს.

დავით სოლომონიას განცხადება სოციალურ ქსელში მისმა დამ თან დართულ ფოტოსთან ერთად გამოაქვეყნა:

"ეს ჩემი ძმის, საქართველოს ელჩის ნიდერლანდებში დავით სოლომონიას გადადგომის წერილია", - წერს დიპლომატის და სოციალურ ქსელში.

იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი ვეკუას, თმით, უარს ამბობს და ემშვიდობება საგარეო უწყებას.

"რაღაც დროს ნამდვილის ჯერიც დგება და ადამიანები ერთმანეთის ძებნას ვიწყებთ, ერთმანეთს ვამხნევებთ. ახლაც ის დროა და მეც ჩემს ფიქრებს გიზიარებთ, მეგობრებს, კოლეგებს, ვინც თვლით, რომ მართალი ვარ და ვინც თვლით, რომ არ.

დღეს ამ ფიქრებით ვამბობ "უარს" და ვემშვიდობები საგარეოს, რომელმაც ყველაზე ბევრი მაჩუქა, რაც კი შეიძლება ადამიანმა განგებას აჩუქოს ", - წერს ირაკლი ვეკუა.

 

დღის ამბები