01 დეკემბერი 2024,   16:28
ვრცლად
კიევში საჰაერო განგაშია - გენშტაბის მონაცემებით, რუსულმა სამხედრო ძალებმა დედაქალაქის მიმართულებით, უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვეს

კიევში საჰაერო განგაშია. გენშტაბის მონაცემებით, რუსეთის ძალებმა დედაქალაქის მიმართულებით, უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვეს. ოკუპანტის თავდასხმის შედეგად, დედაქალაქის გოლოსეევსკის რაიონში აფეთქების ტალღამ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ფანჯრები ჩაამსხვრია. სხვადასხვა უბანში, რაკეტებისა და დრონების ნამსხვრევებმა ინფრასტრუქტურა დააზიანა. ამ დრომდე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მსხვერპლი მოყვა რუსეთის სარაკეტო თავდასხმას დნიპროს ოლქში, დაიღუპა ოთხი ადამიანი, ოცი კი დაიჭრა. პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ღამით უკრაინის მხრიდან გაშვებული 29 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ამავე ინფორმაციით იერიში განხორციელდა რუსეთის ბრიანსკის, კალუგის, სმოლენსკისა და კურსკის რეგიონებზე.

არსებულ ვითარებაზე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

"მოცემულ მომენტში, დნიპროს ოლქში სარაკეტო დარტყმის შემდეგ, სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. დაზიანებულია სამოქალაქო შენობები. სოფელ ცარიჩანკაში საცხოვრებელი სახლი და მაღაზია. რუსეთის თავდასხმის შემდეგ ჯერ ოთხი დაღუპულის შესახებაა ცნობილი. ღრმა მწუხარებას გამოვხატავ. დრეს რუსებმა გააგრძელეს საკუთარი ამაზრზენი ტერორი ხერსონის მცხოვრებლების წინააღმდეგ. უბრალო ხალხის წინააღმდეგ. ავტობუსს უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს. ოთხი ადამიანია დაჭრილი. ეს პრაქტიკულად ყოველდღე ხდება. უკრაინა ამ არაადამიანური წნეხისგან თავს იცავს," - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

დღის ამბები