01 დეკემბერი 2024,   16:43
ვრცლად
რუსთაველზე მიმდინარე პროცესების შედეგად პარლამენტის შენობა დაზიანდა

პარლამენტში ამ დრომდე უსაფრთხოების წითელი დონე მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობაში ვერ შევა ვერავინ გარდა იმ პირებისა, ვისაც აპარატის უფროსი განსაზღვრავს. ღამით განვითარებული პროცესების შედეგად შენობა დაზიანებულია - ჩამსხვრეულია მინები, ინვენტარი და სამუშაო ოთახების ნაწილიც.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, პიროტექნიკის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რაც მალევე ჩააქრეს. აქციის მონაწილეებმა შენობის ფასადზე დატოვეს წარწერებიც. ადგილზე ახლა დასუფთავების და სპეციალური სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ.

 

დღის ამბები