20 მაისი 2025,   07:13
ვრცლად
"რაც უფრო მეტია ახალგაზრდების ცემა, მოტაცება და ძალადობა, მით უფრო მეტი ადამიანი გამოვა" - ელენე ხოშტარია

ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება. გაიმართა ბაიკერების მსვლელობაც. თბილისის ცენტრში მიმდინარე აქციაზე რჩებიან აქციის მონაწილეები, რომლებიც ამბობენ, რომ დაშლას არ აპირებენ და პროტესტი იქნება უწყვეტი.

აქციის გამო, საავტომობილო გზა გადაკეტილია, მომიტინგეებს დანთებული აქვთ კოცონი. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც.

აქციაზე ასევე არიან ოპოზიციის წარმომადგენლები. "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, პროტესტის ადგილს და ხანგრძლივობებს თავად მოქალაქეები განსაზღვრავენ.

"ხალხი თავად განსაზღვრავს პროტესტის ადგილს. თავად განსაზღვრავს, როდის დაიშალოს და როდის არ დაიშალოს. რაც უფრო მეტია ახალგაზრდების ცემა, მოტაცება და ძალადობა, მით უფრო მეტი ადამიანი გამოვა. პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ ეს არალეგიტიმური ხელისუფლება გაუმკლავდეს ამ პროტესტს", - ამბობს ელენე ხოშტარია.

დღის ამბები