
რობერ შუმანის ევროპული სასწავლებელი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
"უკვე მერამდენედ აირია ქვეყანა, მერამდენედ დაუპირისპირეს საზოგადოება ერთმანეთს საქართველოს მტრებმა, მერამდენედ გამოიყენეს გულმხურვალე ახალგაზრდები დაპირისპირების იარაღად პოლიტიკოსებმა, უკვე მერამდენედ გადაამეტა პოლიციამ უფლებამოსილებას.
ძალადობა ყველასგან მიუღებელია! 36 წელია საქართველოში ცვალებადი მშვიდობაა - კონფლიქტი, მიტინგები, აქციები. ისტორიის განმავლობაში მერამდენედ აღმოჩნდა საქართველო "სცილასა და ქარიბდას" შორის.
ჩვენი სკოლა განაგრძობს სასწავლო პროცესს, ჩვენი მოვალეობა განათლებული, თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდების აღზრდაა ქართული და ევროპული საუკეთესო ფასეულობებით.
იმ ახალგაზრდების აღზრდა, რომლებიც შეძლებენ ჩაანაცვლონ გუშინდელი თუ დღევანდელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი და ბედნიერ, მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრების საშუალება მისცენ მომავალ თაობებს," - წერია რობერ შუმანის ევროპული სასწავლებლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.