20 მაისი 2025,   08:16
ვრცლად
დემონსტრანტებმა ბარიკადებს ცეცხლი მოუკიდეს - რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 8 საათზე მეტია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე 8 საათზე მეტია, რაც მიმდინარეობს. რუსთაველის თეატრის მიმდებარედ, მომიტინგეებს აღმართული აქვთ ბარიკადები. აქციის მონაწილეებმა ერთ-ერთ ბარიკადს ცეცხლიც მოუკიდეს. დემონსტრანტები ცეცხლს პერიოდულად ამატებენ აალებად საგნებს, რათა ცეცხლი არ ჩაქრეს.

სასტუმრო "თბილისი მარიოტის" მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სპეცრაზმი და სპეცტექნიკა. ვითარება სპეცრაზმელებსა და დემონსტრანტებს შორის პერიოდულად იძაბებოდა - აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს პიროტექნიკას და სხვადასხვა საგანს ესროდნენ, ხოლო სპეცრაზმი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი აირის კაფსულებსა და წყლის ჭავლს იყენებდა.

დღის ამბები