12 მაისი 2025,   07:15
ვრცლად
დემონსტრანტებმა ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტეს - საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია ვარაზისხევზე, მელიქიშვილის გამზირზე და კეკელიძის ქუჩაზეც

დემონსტრანტებმა, მსვლელობით, ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გადაინაცვლეს. პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ეს გადაწყვეტილება ერთობლივი მსჯელობის შედეგად მიიღეს იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ წინა დღეების განმავლობაში, სპეცრაზმი სწორედ დილის საათებში იწყებდა აქციის დაშლას.

დემონსტრანტებმა ჭავჭავაძის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს - შეჩერებულია საავტომობილო მოძრაობა. ამ მომენტისთვის, საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია ვარაზისხევზე, მელიქიშვილის გამზირზე, კეკელიძის ქუჩასა და ჭავჭავაძის გამზირზე.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა - სპეცრაზმი და სპეცტექნიკა ტერიტორიას ტოვებს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები