24 მაისი 2025,   01:04
ვრცლად
დემონსტრანტებმა ჭავჭავაძის გამზირზე ბარიკადები აღმართეს და ცეცხლი დაანთეს

დემონსტრანტებმა ჭავჭავაძის გამზირზე ბარიკადები აღმართეს და ცეცხლი დაანთეს. აქციის მონაწილეთა ნაწილი ფიქრობს, რომ საპროტესტო აქცია დროებით უნდა შეწყდეს, ხოლო მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ აქცია უნდა გაგრძელდეს იქამდე, სანამ რუსთაველის გამზირზე ახალი აქცია არ ჩაინიშნება.

მომიტინგეთა ნაწილი ჭავჭავაძის გამზირზე, თამარაშვილის ქუჩისკენ მიემართება.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციის გამო, ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტილია. საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია ვარაზისხევზე, მელიქიშვილის გამზირსა და კეკელიძის ქუჩაზეც.

ამავე თემაზე
დღის ამბები