12 მაისი 2025,   07:12
ვრცლად
პროტესტის მეხუთე ღამე დასრულდა - დემონსტრანტების შეკრების ბოლო ადგილი ყიფშიძის ქუჩა იყო

პროტესტის მეხუთე ღამე დასრულდა. დემონსტრანტების შეკრების ბოლო ადგილი რუსთაველის გამზირისა და ჭავჭავაძის ქუჩის შემდეგ, ყიფშიძის ქუჩა იყო. მომიტინგეები სწორედ ყიფშიძის ქუჩიდან დაიშალნენ, სადაც დემონსტრანტებმა "რუსთავი 2-ის" გადამღებს ჯგუფს სთხოვეს შეეწყვიტათ გადაღება, ჩვენ მათი თხოვნა გავითვალისწინეთ.

მანამდე პოლიცია გამოჩნდა, მაგრამ სიტუაცია არ გამწვავებულა, სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ.

მანამდე იყო მსვლელობა ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც შეფერხდა მოძრაობა. პოლიცია გამოჩნდა აქაც, მაგრამ სიტუაცია არ გამწვავებულა, სამართალდამცავებს არავინ დაუკავებიათ.

დღის ამბები