რას აპირებს ოპოზიცია - საყოველთაო პროტესტს, დაუმორჩილებლობასა და არჩევნების ხელახლა ჩატარების მოთხოვნებს, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნა დაემატა.
ოპოზიცია თვლის, რომ აღნიშნული მოთხოვნების შესრულება პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად საუკეთესო გამოსავალია.
პარტია "საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას თქმით, ქართველი ხახის პროტესტის და სართაშორისო პარტნიორების მხრიდან დაწესებული სანქციები იქნება ის ერთობლიობა, რომელიც ივანიშვილს უკან დაახევინებს.
"ხელახალი არჩევნები და ქვეყნის კონსტიტუციურ სივრცეში დაბრუნება, რაც გულისხმობს დემოკრატიასა და ევროპულ მომავალს. ეს არის პოლიტიკური მოთხოვნა, ისევე, როგორც ყველა უკანონოდ დაკავებული პატიმრის გათავისუფლება, რომელიც არის საუკეთესო გამოსავალი ქვეყნის ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან. მშვიდობიანი პროტესტი, ისევე როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა და სანქციების საკითხი, რომელიც უკვე მიმდინარეობს იქნება ის ერთობლიობა რაც დაახევინებს უკან ივანიშვილს", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.