დეველოპერული კომპანია "არსის" აქციონერი თორნიკე აბულაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შეცვლისთვის ბიზნესის გაფიცვა ოპტიმალური გამოსავალი არ არის. მეტიც, მისი შეფასებით, ეს უშედეგოა.
"გაფიცვაზე ასე ვერ ვამბობ, იმიტომ, რომ ეს კიდევ ერთ-ერთი ნაბიჯია. მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ.
ვერ გეუბნებით, უნდა გაიფიცოს ან არ უნდა გაიფიცოს. როცა საუბარია ბიზნესის გაფიცვაზე, მაგაში ვერ ვხედავ ხოლმე დიდ შედეგს", - ამბობს თორნიკე აბულაძე.
ცნობისთვის, აბულაძემ გადაცემა "ბიზნესის კვირეულის" ეთერში განაცხადა, რომ გამოსავალი ხელახალი არჩევნებია.