11 დეკემბერი 2024,   15:26
ვრცლად
"როცა უჭირთ, "ორი გვამი მინდას" პრინციპია ამომავალი წერტილი კოლექტიური ნაცმოძრაობის. ლოგიკურია, როცა მილევადია აქცია, ახლა უნდათ რადიკალური პროცესები განახორციელონ" - გურამ მაჭარაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომელიც ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მიზნით დაგეგმილ არეულობის სცენარზე საუბრობს, მმართველი გუნდისთვის პრევენციული ხასიათისაა.

სახელისუფლებლო გუნდი მათი ოპონენტების მიერ წინასწარ გაწერილ სცენარზე საუბრობს, განცხადებას პრევენციულს უწოდებს და საზოგადოებას სიფხიზლისკენ მოუწოდებს.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, საზოგადოებას არაერთხელ უნახავს უსაფრთხოების სამსახურის ლოგიკური განცხადებები. 

"ჩვენ არაერთხელ გვინახავს და მოგვისმენია უსაფრთხოების სამსახურის პრევენციული ხასიათის განცხადებები და შემდგომ საზოგადოებას დაუნახავს, რომ აბსოლუტურად სწორი და ლოგიკური იყო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებები. თუნდაც გავიხსენოთ, რევოლუციური სცენარებისთვის ჩამოსული უცხოელი ლექტორები, ის, რომ ახალგაზრდებს ამზადებდნენ პარლამენტზე შტურმისთვის და ბევრი რამ.

უსაფრთხოების სამსახურის ეს განცხადებაც ემსახურება პრევენციას იმისთვის, რომ ჩვენ კარგად ვიცით, რა არის კოლექტიური ნაცმოძრაობის ხელწერა. როდესაც უჭირთ, უხმობენ ორ გვამს, "ორი გვამი მინდას" პრინციპია ამომავალი წერტილი ამ კოლექტიური ნაცმოძრაობის. ლოგიკურია, როდესაც მილევადია ეს აქცია, ახლა უნდათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღი არის 14 დეკემბერი, პრეზიდენტის არჩევნების დღე, რომ როგორმე რადიკალური პროცესები განახორციელონ. არ გამოუვათ ეს, თუმცა უსაფრთხოების სამსახურის ეს განცხადება ემსახურება იმას, რომ ყურადღება გამოიჩინოს საზოგადოებამ", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, სუს-მა ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. განცხადებაში საუბარია გეგმაზე, რომელიც მიმდინარე კვირას უნდა განხორციელდეს. ქუჩაში სიტიუაცია მაქსიმალურად უნდა დაიძაბოს, რასაც უნდა მოჰყვეს მსხვერპლი. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ 14 დეკემბერს პრეზიდენტის არჩევა არ მოხდეს, ქვეყანაში კი უმართავი პროცესები დაიწყოს.

 

დღის ამბები