11 დეკემბერი 2024,   15:46
ვრცლად
გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის, ახალი სანქციების დაწესებით, თუ ვის მიემართება უნდა დაელოდოთ, სანამ გამოვაცხადებთ - მეთიუ მილერი საქართველოს შესახებ

საქართველოს შესახებ ისაუბრა ბრიფინგზე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა. მეთიუ მილერს შეკითხვა თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაუსვეს.

სპიკერმა გაიმეორა ბლინკენის განცხადება, რომ შტატები გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, მათ შორის, სანქციებს.

"როგორც მოგეხსენებათ, არ ვაპირებ საუბარს შესაძლო სანქციებზე, რომლებიც შეიძლება დავაწესოთ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების ან ქვეყნის შიგნით მოქმედი პირების მიმართ. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ მთავრობის მიერ მიმართულების ცვლილებების მიმართ. თქვენ ნახეთ ჩვენი სახელმწიფო მდივნის განცხადება, სადაც მან მკაფიოდ აღნიშნა, რომ ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის ახალი სანქციების დაწესებით. რაც შეეხება იმას, თუ რა იქნება ეს და ვის მიემართება, უნდა დაელოდოთ, სანამ გამოვაცხადებთ", - აცხადებს მეთიუ მილერი.

დღის ამბები