უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ევროკავშირში უნგრეთი არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და მთავარი მოკავშირე საქართველოში.
მისი განმარტებით, 2025 წლიდან, საქართველოს პოლიტიკის მხარდაჭერა იქნება ურყევი აშშ-სთანაც და ევროკავშირთანაც.
"ევროკავშირში უნგრეთი არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და მთავარი მოკავშირე საქართველოში. ტრამპის ის განცხადება, რომ მას ევროკავშირი წარმოუდგენია ორბანის სახით და ორბანი არის საქართველოს მოკავშირე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2025 წლიდან ჩვენი პოლიტიკის მხარდაჭერა იქნება ურყევი აშშ-სთანაც და ევროკავშირთანაც. გამომდინარე აქედან, 20 იანვრამდე, რა თქმა უნდა, ცდილობენ გარკვეული ძალები, რომ სანქციები დააწესონ, ეკონომიკური კრიზისები შექმნან და ა.შ. რით ვერ გაიგეს, რომ სანქციები ჩვენზე არ მოქმედებს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთის, ბუდაპეშტში მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ, პიტერ სიიარტომ თქვა, რომ უნგრეთმა ბრიუსელისგან მიიღო წინადადება, საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციები დააწესონ. მისივე განცხადებით, ბუდაპეშტი ამ მოთხოვნას ვეტოს დაადებს. სიიარტოს თქმით, უნგრეთი წინააღმდეგია, საქართველოს ოფიციალური პირები სასანქციო სიაში მოხვდნენ.