პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, საზოგადოება ხედავს, რომ არიან გარკვეული ძალები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ხელისუფლებაზე სხვადასხვა ტიპის ზეწოლის განხორციელებას და იძულებას, რომ რაღაც ნაბიჯები გადაიდგას ან არ გადაიდგას.
მახაშვილის განმარტებით, ევროკავშირში არიან ჯანსაღი ძალებიც, რომლებიც ხედავენ და აცნობიერებენ ამ პროცესს და იმ საფრთხეებს, რა შეიძლება ამან მოიტანოს.
"საზოგადოება ხედავს, რომ არიან გარკვეული ძალები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ხელისუფლებაზე სხვადასხვა ტიპის ზეწოლის განხორციელებას და იძულებას, რომ რაღაც ნაბიჯები გადაიდგას ან არ გადაიდგას. ამასთან, ევროკავშირში არიან ჯანსაღი ძალებიც, რომლებიც ხედავენ და აცნობიერებენ ამ პროცესს და იმ საფრთხეებს, რა შეიძლება ამან მოიტანოს. რაც მთავარია, საღად უყურებენ იმ პროცესებს, რაც ჩვენს ქვეყანაში ვითარდება.
ჩვენ მივესალმებით და ძალიან დიდ მადლობას ვუხდით უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და სხვა წარმომადგენლებსაც წინა სამიტების დროსაც ამ ადამიანებმა აიმაღლეს ხმა და დაიცვეს საქართველოს პოზიცია. გავაგრძელებთ მათთანაც და სხვებთანაც თანამშრომლობას იმისთვის, რომ თუ რაიმე დაბრკოლება არსებობს ამ ურთიერთობებში, მაქსიმალურად იყოს აღმოფხვრილი", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთის, ბუდაპეშტში მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ, პიტერ სიიარტომ თქვა, რომ უნგრეთმა ბრიუსელისგან მიიღო წინადადება, საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციები დააწესონ. მისივე განცხადებით, ბუდაპეშტი ამ მოთხოვნას ვეტოს დაადებს. სიიარტოს თქმით, უნგრეთი წინააღმდეგია, საქართველოს ოფიციალური პირები სასანქციო სიაში მოხვდნენ.