11 დეკემბერი 2024,   15:42
ვრცლად
არა მარტო შეკრებისა და მანიფესტაციების ჩატარების ადგილას, არამედ აიკრძალოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც - ალექსანდრე ტაბატაძე ნიღბის ტაბატაძე

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ალექსანდრე ტაბატაძის განმარტებით, საჭიროა ნიღბის ტარება არა მხოლოდ შეკრებისა და მანიფესტაციების ჩატარების ადგილას, არამედ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც აიკრძალოს.

მისი თქმით, ამ კომპონენტის გარეშე აღნიშნული კანონი ეფექტურად ვერ იმუშავებს.

"მინდა ასეთი მოსაზრება შემოგთავაზოთ, რომ არა მარტო შეკრებისა და მანიფესტაციების ჩატარების ადგილას, არამედ აიკრძალოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც. სრულიად ლოგიკურია ის, რომ პარლამენტის წინა აქცია თუ იმართება და ფურცელაძის ქუჩაზე შეიკრიბა რამდენიმე ათეული და ასეული ნიღბიანი ადამიანი, ამას არავითარი რეაგირება თუ არ მოჰყვება, მაშინ აღნიშნული კანონიც სათანადოდ ვერ იმუშავებს. ამიტომ, სრულიად ლოგიკურია, რომ ის ვრცელდებოდეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში", - განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

დღის ამბები