"მეორე ფაზა რეალობაში რას ნიშნავდა - რომ ეს იყო ქაოსი, არეულობა, ხელისუფლების ცვლილების მცდელობა საქართველოში და შესაბამისად, მეორე ფრონტი", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
საუბარია გიორგი გახარიას განცხადებაზე, სადაც ის ოპოზიციის გეგმის პირველი ფაზის ტრამპის ინაუგურაციამდე დასრულების აუცილებლობაზე აკეთებდა აქცენტს, ახლა კი ეკონომიკური კრიზისის შექმნაზე საუბრობს. მისი თქმით, მეორე ფაზა არის ეკონომიკური კრიზისი, უმართავი პროცესები ამ სფეროში, რამაც უნდა აიძულოს ხელისუფლება დათმობაზე წავიდეს.
მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციისთვის მეორე ფაზა რეალურად სხვა რამეს ნიშნავს - ქვეყანა ქაოსში და მეორე ფრონტის ვალდებულება აღებული გარე ძალების წინაშე.
"მეორე ფაზა რეალობაში რას ნიშნავდა, რომ ეს იყო ქაოსი, არეულობა, ხელისუფლების ცვლილების მცდელობა საქართველოში და შესაბამისად, მეორე ფრონტი, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაცია ამ საკითხებში ჩართვას მოასწრებს, ოღონდ ეს გადაფარულიყო და დაიწყო ეკონომიკაზე არანაკლებ მავნებლობაზე ლაპარაკი - ეკონომიკის ჩამოშლაზე. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ თავი რომ გაემართლებინა ამისთვის თქვა, ესეც კი მავნებლობის ნაწილია. თუმცა, მეორე ფაზა მათთვის რეალურად სხვა რამე იყო - ქვეყანა ქაოსში და მეორე ფრონტის ვალდებულება აღებული გარე ძალების წინაშე", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.