11 დეკემბერი 2024,   18:55
ვრცლად
"გახარიასაც უმტყუნა ნერვებმა და აღიარებით ჩვენებებზე გადავიდა პირდაპირ, მან აღიარა, რომ 20 იანვრამდე, ტრამპის ინაუგურაციამდე უნდა მოახდინონ რადიკალური პროცესები საქართველოში" - გურამ მაჭარაშვილი

"გახარიასაც უმტყუნა ნერვებმა და აღიარებით ჩვენებებზე გადავიდა პირდაპირ. მან აღიარა ის, რომ 20 იანვრამდე - ტრამპის ინაუგურაციამდე უნდა მოახდინონ რადიკალური პროცესები საქართველოში" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.

საუბარია გიორგი გახარიას განცხადებაზე, სადაც ის ოპოზიციის გეგმის პირველი ფაზის ტრამპის ინაუგურაციამდე დასრულების აუცილებლობაზე აკეთებდა აქცენტს, ახლა ეკონომიკური კრიზისის შექმნაზე საუბრობს. მისი თქმით, მეორე ფაზა არის ეკონომიკური კრიზისი, უმართავი პროცესები ამ სფეროში, რამაც უნდა აიძულოს ხელისუფლება დათმობაზე წავიდეს.

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ გახარიამ მორიგ ჯერზე ფარდა ჩამოხსნა რადიკალურ ოპოზიციას და მათ საერთო პატრონებს უცხოეთში.

"გახარიასაც უმტყუნა ნერვებმა და აღიარებით ჩვენებებზე გადავიდა პირდაპირ. მან აღიარა ის, რომ 20 იანვრამდე - ტრამპის ინაუგურაციამდე უნდა მოახდინონ რადიკალური პროცესები საქართველოში. ასევე, 20 იანვრამდე უნდათ, რომ გარკვეული ეკონომიკური პრობლემები შეუქმნან თავის ქვეყანას, არა ხელისუფლებას, არამედ თავიანთ ხალხს.

გახარიას ბოლო პერიოდის კუდის გაქანავება ზუსტად ამას ემსახურება. მან პრაქტიკულად კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე, ფარდა ჩამოხსნა რადიკალურ ოპოზიციას და მათ საერთო პატრონებს უცხოეთში, რომ ისინი 20 იანვრამდე ფიქრობენ, რომ როგორმე დააზიანონ ეკონომიკურად მათ შორის და პოლიტიკურად, პოლიტიკური კრიზისის შექმნით საქართველოს სახელმწიფო და თავიანთი საზოგადოება", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები