11 დეკემბერი 2024,   18:56
ვრცლად
თავიდანვე განწირული საკითხი თუ დგება დღის წესრიგში, ამას მხოლოდ  პიარული თვალსაზრისით აქვს დატვირთვა, რათა საქართველოში ვნებათაღელვა არ ჩაცხრეს - მამუკა მდინარაძე სანქციებზე

უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ევროპა ვინმეს ხელში ვერ იქნება გამოყენებული, როგორც შანტაჟის იარაღი და მმართველმა გუნდა საკუთარი გადაწყვეტილებით ამისი დაზღვევა, პრევენცია მოახდინა.

მდინარაძის თქმით, სანქციების საკითხის წამოჭრას შედეგი ვერ ექნება და ამას მხოლოდ პიარული დატვირთვა აქვს, რომ საქართველოში ვნებათაღელვა არ ჩაცხრეს.

"საკითხები, რომლებიც თავიდანვე იციან, რომ განწირულია მარცხისთვის, დღის წესრიგში თუ მაინც დგება, ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ პიარული თვალსაზრისით აქვს დატვირთვა, რათა საქართველოში ვნებათაღელვა არ ჩაცხრეს. მორიგი მავნებლობაა, რომლის საბოლოო შედეგიც უნდა მიეღოთ 16 დეკემბერს. პოლიტიკური ცეცხლის გახსნა გადაწყვიტეს 16 დეკემბრისათვის, მაგრამ ჩვენ დავასწარით და 28 ნოემბერს მივიღეთ ამ ყველაფრის დამზღვევი, მაპრევენცირებელი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, შანტაჟის იარაღად ევროპის ფაქტორს ვერავინ გამოიყენებს, რადგან ევროპა არ არის შანტაჟი, ევროპა არის ქრისტიანულ ღირებულებებზე, ადამიანის უფლებებზე დაყრდნობით შექმნილი სახელმწიფოთა გაერთიანება და საქართველო არის ევროპა ამ ფასეულობების გათვალისწინებით და არა მათ გარეშე. შესაბამისად, ჩვენ როდესაც ვამბობთ თამამად, რომ საქართველო გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ზუსტად ამას ვგულისხმობთ. ევროპა ვინმეს ხელში ვერ იქნება გამოყენებული, როგორც შანტაჟის იარაღი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები