11 დეკემბერი 2024,   23:33
ვრცლად
პროტესტის მე-14 დღე პარლამენტთან - აქციას საჯარო სექტორში დასაქმებული პირების ნაწილი რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით შეუერთდა

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს უცვლელი მოთხოვნებით - ხელახალი არჩევნები, მოძალადეების დასჯა და დაპატიმრებული დემონსტრანტების გათავისუფლება. საპროტესტო აქციას საჯარო სექტორში დასაქმებული პირების ნაწილი რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით შეუერთდა.

რუსთაველის გამზირი საღამოს 20:00 საათზე გადაიკეტა. საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

პროტესტი მშვიდ ვითარებაში მიმდინარებს.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

 

დღის ამბები