12 დეკემბერი 2024,   01:21
ვრცლად
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პროტესტის მე-14 დღე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს - ადგილზე არ შეიმჩნევა საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზება

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გრძელდება.

ტერიტორიაზე გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა. აქციის მონაწილეების მხრიდან იყო პიროტექნიკის გამოყენების ერთეული შემთხვევები, თუმცა ამას ადგილზე ვითარება არ დაუძაბია.

ასევე იყო შემთხვევა, როდესაც დემონსტრანტებმა პარლამენტის რკინის ჯებირს უბრახუნებდნენ, თუმცა არც ამ შემთხვევას მოჰყოლია რაიმე ინციდენტი.

ადგილზე არ შეიმჩნევა საპოლიციო ძალების განსაკუთრებულ მობილიზება. აქციის მონაწილეები იმყოფებიან, როგორც საკანონმდებლო ორგანოს წინ, ასევე რუსთაველის თეატრისა და სასტუმრო "მერიოტის" მიმდებარე ტერიტორიაზე.

პროტესტის მე-14 დღე მშვიდობიან ვითარებაში მიმდინარეობს.

დღის ამბები