12 დეკემბერი 2024,   03:27
ვრცლად
თბილისის ზოგიერთ რაიონში 12 დეკემბერს ელექტროენერგია დროებით შეიზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 12 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ "თელასი" ავრცელებს.

იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი:


ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კვალეთის, ნაქერალის, გუმბრის, ოძისის, ხივინის, შაქრიანის, რუისპირის, კაიშაურის, სამრეკლოს, ფშავის, ახალუბნის, გედევანიშვილის, რაზიკაშვილისა და საინგილოს ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დავარის, ავთანდილისა და თინათინის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), გეგეჭკორის, ბარათაშვილის, ლორთქიფანიძის, ქავთარაძის, მარიჯანის, ჩახავას, ჩხეიძის, მაღალაშვილის, უნივერსიტეტის, სხირტლაძის, ქუთათელაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბენდელიანის, ჭყონდიდელის, ზესტაფონის, ცოტნე დადიანისა და ჭილაიას ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ქიზიყის, ეკატერინე ბაღდავაძის, ჭიჭინაძის, რკინიგზის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ქინძმარაულის, ჟორესის, მამისაშვილის, კაიროს, სურგულაძის, პოლიციისა და ენუქიძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ქობულეთისა და შროშის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

ქსელში გადართვების გამო, 01:00 საათიდან 04:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, გულიას, უსახელოურის, დიდი ხეივნის, გურამიშვილის, ორთაჭალის, ახალი ხეივნის, გორგასალის, ახალი რეხის, მტკვრის, გულუას, გრიშაშვილის, ირაკლი ჟორდანიას, სადგურის, შავიშვილის, გიორგი ნიკოლაძის, შავნაბადას, ლაისტისა და წითლანაძის ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

დღის ამბები