ხვალ, 14 დეკემბერს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. მოქმედი პრეზიდენტის ფიცის თანახმად, მისი პრეზიდენტობის 6-წლიანი ვადა ოფიციალურად 16 დეკემბერს იწურება. ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს უნდა გაიმართოს.
მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებენ პოლიტიკოსები. ოპოზიცია მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას ლეგიტიმაციას არ ანიჭებს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევისათვის ლეგიტიმაცია საპარლამენტო უმრავლესობას აქვს და ამბობენ, რომ ქვეყანას ამჯერად ღირსეული პრეზიდენტი ეყოლება.