მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას ლეგიტიმაციას არ ანიჭებს.
"საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ იყო სამართლიანი, კონკურენტუნარიანი და თავისუფალი. მისი შედეგები არ აღიარა საქართველოს პრეზიდენტმა, არ აქვს აღიარებული დემოკრატიული ქვეყნებიდან არცერთი ქვეყნის ლიდერს და არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტიც შესაბამისად იქნება არალეგიტიმური," - განაცხადა "ძლიერი საქართველოს" წევრმა, ლანა გალდავამ.
ხვალ, 14 დეკემბერს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. მოქმედი პრეზიდენტის ფიცის თანახმად, მისი პრეზიდენტობის 6-წლიანი ვადა ოფიციალურად 16 დეკემბერს იწურება. ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს უნდა გაიმართოს.