13 დეკემბერი 2024,   12:57
ვრცლად
"დარწმუნებული ვართ, რადიკალური ფრთა, როდესაც ნახავს, რომ სალომე ზურაბიშვილს აღარანაირი სტატუსი არ ექნება, მისთვის ის უინტერესო გახდება" - გივი მიქანაძე

"29 დეკემბერს ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება, რის შემდეგადაც მყისიერად შეწყდება სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილება," - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მიქანაძის შეფასებით, დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მიერ მის მიმართ ინტერესი შეწყდება.

"დარწმუნებული ვართ, რომ რადიკალური ფრთა, რომელიც ახლა გარკვეულწილად მის[სალომე ზურაბიშვილის] ფრთის ქვეშ არის დაკოორდინირებული, როდესაც ნახავს, რომ მას უკვე აღარანაირი სტატუსი არ ექნება, მისთვის ის უინტერესო გახდება და რადიკალებისგან მისდამი ინტერესი შენელდება," - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ხვალ, 14 დეკემბერს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. მოქმედი პრეზიდენტის ფიცის თანახმად, მისი პრეზიდენტობის 6-წლიანი ვადა ოფიციალურად 16 დეკემბერს იწურება. ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

 

დღის ამბები