13 დეკემბერი 2024,   14:30
ვრცლად
მოლდოვას პარლამენტი დათანხმდა 60 დღიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ენერგოკრიზისის გამო - 2025 წლიდან უკრაინა უარს აცხადებს ტრანზიტულად გაატაროს რუსეთიდან მიწოდებული ბუნებრივი აირი

მოლდოვას პარლამენტი დათანხმდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას 60 დღით. 

ეროვნული საგანგებო მდგომარეობის 16 დეკემბრიდან დაწესებას, რუსული გაზის მიწოდების მოსალოდნელი შეწყვეტის გამო, კენჭი ქვეყნის პარლამენტმა გუშინ უყარა.

101 ადგილიანი პალატის 56-მა წევრმა მხარი დაუჭირა კენჭისყრას შუაღამის შემდეგ პრემიერ-მინისტრ დორინ რესიანის მოთხოვნით.

მოლდოვაში ელექტროკრიზისი გამოწვეულია უკრაინის უარით, ტრანზიტულად გაატაროს რუსეთიდან მიწოდებული ბუნებრივი აირი 2025 წლიდან. შედეგად, დნეპრისპირეთში 300 000-ზე მეტი ადამიანი ჰუმანიტარული კრიზის წინაშე აღმოჩნდა.

 

წყარო: Reuters

დღის ამბები