პიროტექნიკის რეგულაციებისა და აქციების დროს ნიღბების ტარების აკრძალვის შესახებ
"ქართული ოცნების" საკანონმდებლო ინიციატივებს პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცებს.
შეკრება-მანიფესტაციაზე მყოფ იმ პირთა ნუსხას, რომელთაც პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე სახის დაფარვის უფლება ექნებათ, შინაგან საქმეთა მინისტრი დაადგენს.
ასევე, საპოლიციო უწყების ხელმძღვანელი განსაზღვრავს ასეთ პირებზე შესაბამისი ნებართვის გაცემის წესს. ცვლილებების მიხედვით, აქციის მონაწილეებს პიროტექნიკის გარდა, აეკრძალებათ იქონიონ ლაზერი და მკვეთრი გამოსხივების მქონე სხვა ნებისმიერი საშუალება. კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.