13 დეკემბერი 2024,   14:46
ვრცლად
"მათი ხელწერა არის "ორი გვამი მინდა", ვერ ეშვებიან ამ ხელწერას, მათი ავტოგრაფია" - გურამ მაჭარაშვილი ხარშილაძის განცხადებაზე

"მათი ხელწერა არის "ორი გვამი მინდა", ვერ ეშვებიან ამ ხელწერას და მათი ავტოგრაფია," - ასე შეაფასა "ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ნოდარ ხარშილაძის განცხადება იმის შესახებ, რომ ხელისუფლების "უგუნურ და ძალადობრივ" ქმედებას, შესაძლოა, "მსხვერპლი მოჰყვეს".

გურამ მაჭარაშვილი საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

აქცია იქნება თუ წინასაარჩევნო კამპანია, გადადიან "ორი გვამი მინდა" პრინციპზე. მსხვერპლი როგორი იქნება, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, თავიან ადამიანს ისე გაწირავენ, რომ თვალს არ დაახამხამებენ. თუმცა, სახელმწიფო უწყებები, რა თქმა უნდა, თავის სიმაღლეზე არიან, მაგრამ საზოგადოებაც ფხიზლად უნდა იყოს და დავინახოთ, რასთან გვაქვს საქმე," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ამავე თემაზე: "არის ზრდადი ალბათობა, რომ მსხვერპლი მოჰყვეს ხელისუფლების ძალადობრივ ქმედებას" - ნოდარ ხარშილაძე

დღის ამბები