13 დეკემბერი 2024,   14:33
ვრცლად
"არანაირი ორი მხარე არ არსებობს, არსებობს ჩვენი ქვეყნის პატრიოტი მოსახლეობა და მეორე მხარეს რუსული ინტერესები" - ლევან ხაბეიშვილი

"სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებლის, ნოდარ ხარშილაძის განცხადებას, რომელიც სამოქალაქო ომის შესაძლებლობაზე და მსხვერპლზე საუბრობს, ოპოზიციაში შეფასებები მოჰყვა.

კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სამოქალაქო ომის შესაძლებლობა არ არსებობს, რადგან თავად საზოგადოებაში დაპირისპირება არ არის.

"ასეთი შესაძლებლობა ვერ იქნება მარტივი რამის გამო - საზოგადოებაში არ არის განსხვავებული პოზიციები. არანაირი ორი მხარე არ არსებობს - არსებობს ჩვენი ქვეყნის პატრიოტი მოსახლეობა და საქართველოს ეროვნული ინტერესები და მეორე მხარეს არსებობს რუსული ინტერესები," - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

პარტია "საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი ხელახალი არჩევნების დანიშვნაა.

"საკმაოდ დიდია ბრაზი მოქალაქეებში, რომლებიც სასტიკად სცემეს, დაარბიეს და წამების მეთოდები გამოიყენეს. შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი, რასაც ყველა ერთად ვიზიარებთ, არის ხელახალი არჩევნები და ქვეყნის დამშვიდება," - აცხადებს თეონა აქუბარდია.

ამავე თემაზე: "არის ზრდადი ალბათობა, რომ მსხვერპლი მოჰყვეს ხელისუფლების ძალადობრივ ქმედებას" - ნოდარ ხარშილაძე

 

 

დღის ამბები