13 დეკემბერი 2024,   15:53
ვრცლად
"მიხეილ ყაველაშვილი მოემსახურება ერთადერთ რამეს, რომელიც სამწუხაროდ წინა პრეზიდენტების შემთხვევაშიც ძალიან ნაკლებად იყო, საკუთარი ხალხის და ქვეყნის ეროვნული ინტერესების განუხრელად დაცვას" - ლევან მახაშვილი

პრეზიდენტის არჩევნებს ხელისუფლების წარმომადგენლები ეხმაურებიან. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა არჩევნებზე მისცა, ამიტომ პროცესს ხელს ვერაფერი შეუშლის.

"ხვალ საქართველოს ეყოლება ახლად არჩეული პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილის სახით. ადამიანი, რომელმაც თავისი საქმით არაერთხელ დაადასტურა არის ღირსეული პიროვნება და ღირსეული კანდიდატი. ის მოემსახურება ერთადერთ რამეს, რომელიც, სამწუხაროდ, წინა პრეზიდენტების შემთხვევაშიც ძალიან ნაკლებად იყო, ეს არის საკუთარი ხალხის და ქვეყნის ეროვნული ინტერესების განუხრელად დაცვას.

ოპოზიციას ჰქონდა ყველანაირი შესაძლებლობა, რომ გამოეყენებინა, მათ შორის, ეს შესაძლებლობა თავისი აზრები ამ კანდიდატთან დაკავშირებით ან სხვებთან დაკავშირებით გამოეთქვა. ასევე, წარმოედგინა საკუთარი კანდიდატურა, თუ ჰქონდა ამის სურვილი, მაგრამ მათ კვლავ აირჩიეს დესტრუქცია," - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ხვალ პარლამენტში ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. წელს პირველად, არჩევნები ახალი სისტემით, ამერიკული მოდელით ტარდება და მასში მონაწილეობას მიიღებს 300 წევრისგან შემდგარი კოლეგია. პროცესს ადმინისტრირებას ცესკო გაუწევს. ახალი პრეზიდენტის პოსტზე ქართულმა ოცნებამ მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. ცნობილია ინაუგურაციის თარიღიც, რომელიც 29 დეკემბერს გაიმართება.

 
 
დღის ამბები