
"ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებლის, ნოდარ ხარშილაძის განცხადებას გამოეხმაურა. საუბარია "პალიტრანიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუზე, სადაც ხარშილაძე საუბრობს სამოქალაქო ომსა და მსხვერპლის ალბათობაზე.
"ეს მათ წარმოდგენაში იმიტომ წამოსცდებათ ხოლმე ხშირად, რომ არის მათთვის უკანასკნელი მაშველი რგოლი. ისინი სამოქალაქო ომზე, მსხვერპლზე ოცნებობენ, ჩვენ ვოცნებობთ და ვიღვწით, საქმითაც აქეთკენ მივდივართ, ერთიან, ძლიერ, დამოუკიდებელ და ეკონომიკურად ძლიერ საქართველოზე", - აღნიშნა მდინარაძემ.
ამავე თემაზე: "არის ზრდადი ალბათობა, რომ მსხვერპლი მოჰყვეს ხელისუფლების ძალადობრივ ქმედებას" - ნოდარ ხარშილაძე