14 დეკემბერი 2024,   03:52
ვრცლად
ძაღლმა 8 თვის გოგონა დაგლიჯა, მისი მდგომარეობა მძიმეა - შემთხვევა ბრიტანეთში მოხდა

ბრიტანეთში, 8 თვის გოგო XL Bully-ის ჯიშის ძაღლმა დაგლიჯა, როდესაც ის მშობლებმა დიდი ბებიის მოსანახულებლად მიიყვანეს. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

თავდასხმის შემდეგ, გოგონა ლონდონში King"s College Hospital-ში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

ძაღლი სახელად "ჰანტერი" პოლიციამ ევთანაზიის მეშვეობით დააძინა. ძაღლის მესაკუთრე, ოჯახის წევრი, გოგონას ბიძაა. თავდასხმის მიზეზი უცნობია.

მედიის ცნობით, გოგონა კლინიკაში მკურნალობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმედ ითვლება.

dailymail-ის ინფორმაციით, ძაღლი 1 წლის წინ სხვა ადამიანსაც დაესხა თავს, რის შემდეგაც პოლიციამ მეპატრონეს ცხოველის დაძინება შესთავაზა, თუმცა მან უარი განაცხადა.

დღის ამბები