14 დეკემბერი 2024,   00:52
ვრცლად
პრეზიდენტის არჩევამდე ერთი დღით ადრე, "ქართული ოცნება" ისევ არეულობის გეგმაზე საუბრობს - რას აპირებენ ოპონენტები მმართველი გუნდის აზრით

"სურვილი სურვილად რჩება, არჩევანის აღიარება, კი რომელიც სრულ სიმართლეზეა დაფუძნებული ყველას მოუწევს"- ამას პირველი კანონმდებელი შალვა პაპუაშვილი ამბობს. იმის მიუხედავად, რომ ბოლო დღეებში აქციები მშვიდობიანად მიმდინარეობს, პროცესები კი პოლიტიკურ კალაპოტში ბრუნდება, შალვა პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ გარკვეულ ძალებს დესტაბილიზაციის სურვილი ისევ აქვთ.

პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ქვეყნის მტრებზე, მათ რეალურ ზრახვებსა და მიზნებზე ისაუბრა. თუმცა თქვა ისიც, რომ ხელისუფლება ქვეყნის გარედან მართვას არ დაუშვებს.

არეულობის მოსურნეებს ვერც საკუთარ რიგებში და ვერც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხედავს ოპოზიცია. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ საზოგადოებაში დაპირისპირება მხოლოდ "ქართულ ოცნებას" სურს. პროტესტი კი მაშინ დასრულდება, როცა აქციის მონაწილეების მოთხოვნები დაკმაყოფილდება.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გარე ძალების მიერ მართულად აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობა. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიციისა და გარკვეული ძალების მიზანი ქვეყნის შიგნით არეულობის გამოწვევაა. ეს ყველაფერი კი "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, საპროტესტო აქციებზე მონაწილეებმა საკუთარი ქმედებებითვე დაამტკიცეს.

"ქართული ოცნება" ოპონენტებს 26 ოქტომბრის არჩევნებს და ამ დღის შედეგებს ახსენებს. 54% - ხელისუფლება, ოპოზიციას ამ შედეგების აღიარებას ურჩევს.

დღის ამბები