"ვინც ერს ებრძვის, მისთვის ბერთან ბრძოლაც მისაღებია…" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
ამით, მამუკა მდინარაძე, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან, მამა შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს დაპირისპირებას გამოეხმაურა.
"ვინც ერს ებრძვის, მისთვის ბერთან ბრძოლაც მისაღებია…
ამიტომაც ვერ გაიმარჯვებენ!
ვეღარასდროს!
ყოველთვის სიმართლე, რწმენა და საქართველო გაიმარჯვებს!
ჩემი დიდი პატივისცემა მამა შალვას!" - წერს მამუკა მდინარაძე.