საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ხვალინდელ არჩევნებს, ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.
სალომე ზურაბიშვილი, აცხადებს, რომ 14 დეკემბერს პარლამენტის სასახლეში დაგეგმილი პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევნები ლეგიტიმურობასა მოკლებულია.
ორბელიანის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე, ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა ასევე პროვოკაცია უწოდა თბილისის მერის მიერ დაგეგმილ ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას. სალომე ზურაბიშვილი არ მალავს, რომ პარლამენტის წინ შესაძლოა ამ ფაქტს ინციდენტი მოჰყვეს, ამიტომ კახა კალაძეს პრეზიდენტი საზეიმო ღონისძიების გამართვას მისი სასახლის წინ სთავაზობს.
"ეს იქნება ის ღონისძიება, რომელიც მოკლებულია მთლიანად ლეგიტიმაციას, არაკონსტიტუციურია.
ყველაფერი არის პაროდია, თუნდაც დღეს რაც ხდება, „ოცნებიდან“ გადის „ხალხის ძალა“, მერე დაბრუნდება, მერე იქიდან ნიშნავენ პრეზიდენტს. ამას არაფერი კავშირი აღარ აქვს რამე პოლიტიკურ პროცესთან. ეს არის ყველაზე სამწუხარო. სხვათა შორის არსად მივდივარ, არავის არ დავტოვებ. აქ ვარ და აქ ვიქნები. აქ ვარ და აქ ვიქნები, რადგან ამ ქვეყანას ამ მომენტში აუცილებლად სჭირდება ლეგიტიმური ინსტიტუტი. როცა ესენი მიხვდებიან, რომ სხვა გზა არ არის, თუ არა არჩევნები, მე აქ ვარ და აქ ვიქნები იმისთვის, რომ დავსხდეთ და ვიფიქროთ, როგორ მოვაწყოთ ეს არჩევნები.
ამ ღონისძიების იმ ადგილას მოწყობა სწორედ ხვალ, შვიდ საათზე პარლამენტის წინ, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს, პროვოკაცია ალბათ არაფერს არ გამოიწვევს, არის ძალიან მშვიდობიანი და ალბათ თვითონ მოახერხებენ ამ პროვოკაციის თავიდან აცილებას. მე მინდა, მაინც ვუთხრა ქალაქის მერს, თუ რაღაც პროვოკაცია არ არის ხვალ, მე ვთავაზობ აქ, ორბელიანის სასახლის წინ, სადაც დააყენა თვითონ რაღაც ბარსკები და ვითომც ბავშვებისთვის სათამაშოები, მოიყვანოს ბავშვები და ორბელიანების სასახლის წინ მოაწყოს ის ღონისძიება, რომელსაც აპირებდა პარლამენტის წინ,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.