14 დეკემბერი 2024,   13:58
ვრცლად
"ერთი ადამიანის შეურაცხყოფისთვის, დროშაზე, გერბზე ფეხით სირბილი ცუდი რამ არის - დაფიქრდნენ, ვიდრე ფაშიზმის ახალ მწვერვალს დაიპყრობენ" - მამუკა მდინარაძე

ერთი ადამიანი რომ შეურაცხყონ, ამისთვის დროშაზე, გერბზე ფეხით სირბილი არის ცუდი რამ. დაფიქრდნენ, ვიდრე ფაშიზმის ამ ახალ მწვერვალს დაიპყრობენ, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ნაკრების მაისურზე ფეხით შედგომა იმიტომ, რომ მას კალაძე აწერია, "არის მავნებლობისა და ფაშიზმის ახალი გამოხატულება".

"ნაკრების მაისურზე საქართველოს დროშაც არის დატანილი და გერბიც. ყველას ვთხოვ, ცოტა დაფიქრდნენ, ვიდრე ამას გააკეთებენ ხოლმე. ერთი ადამიანი რომ შეურაცხყონ, ამისთვის დროშაზე, გერბზე ფეხით სირბილი არის ცუდი რამ. დაფიქრდნენ, ვიდრე ფაშიზმის ამ ახალ მწვერვალს დაიპყრობენ", – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

დღის ამბები